ირანში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოების მსგავსად, თბილისშიც განიხილავენ. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლები რეგიონის სტაბილურობაზე გავლენას პირდაპირ ახდენს, რაც თავის მხრივ, საქართველოზეც აისახება. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ ირანელ ხალხს მხარი უნდა დაუჭიროს და დაგმოს ის ძალადობრივი ქმედებები, რითაც ირანის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს უპირისპირდება. კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე საქართველოში.