აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შტატების მიერ საიმიგრაციო ვიზების დაპაუზება არ ვრცელდება ტურისტულ ვიზებზე - უწყებაში განმარტეს, რომ ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე, ხოლო ტურისტული ვიზები არა საიმიგრაციო ვიზებია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 21 იანვრიდან სახელმწიფო დეპარტამენტი დროებით აჩერებს ყველა საიმიგრაციო ვიზის გაცემას ათეულობით ქვეყანაზე, რომელთა შორისაც საქართველოცაა. რას ითვალისწინებს აღნიშნული შეზღუდვა და რა შეიცვალა ამ კუთხით საქართველოსთვის.