ირანის უზენაესი სასამართლოს განცხადებით, 26 წლის დემონსტრანტს, ერფან სოლტანის სიკვდილით არ დასჯიან. აღნიშნულ ინფორმაციას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის კომენტარი - როგორც შტატების ლიდერმა განმარტა, მას აცნობეს, რომ ირანში საპროტესტო აქციებზე მკვლელობები შეწყდა და მომიტინგეთა სიკვდილით დასჯის გეგმა აღარ არსებობს. ამავდროულად, მსგავსი ინფორმაცია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაავრცელა. ირანელმა მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში ახლა სიმშვიდეა - რა ვითარებაა ირანში რეალურად?