პაატა ბურჭულაძე - მანახეთ ერთი ვიდეო მაინც, სადაც მოვუწოდებ ძალადობისკენ. თუ ვერ მანახებთ, ესე იგი, ეს მუხლი არის მოხსნილი - Palitra News

პაატა ბურჭულაძე - მანახეთ ერთი ვიდეო მაინც, სადაც მოვუწოდებ ძალადობისკენ. თუ ვერ მანახებთ, ესე იგი, ეს მუხლი არის მოხსნილი

2026-01-15 15:57:43+04:00

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის და კიდევ სხვა დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლო სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილ ვიდეო მტკიცებულებებს მეორე ნაწილს იკვლევს - აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომას პაატა ბურჭულაძეც დაესწრება. აქამდე ის ამ საქმის სხდომებზე წარმოდგენილი არ იყო. როგორ მიმდინარეობს სხდომა და რას ამბობენ მხარეები.