დონალდ ტუსკი - ნატო-ს ერთი წევრის მეორე წევრზე თავდასხმა სამყაროს დასასრული იქნება - Palitra News

დონალდ ტუსკი - ნატო-ს ერთი წევრის მეორე წევრზე თავდასხმა სამყაროს დასასრული იქნება

2026-01-15 17:32:38+04:00

ნატო-ს ერთი წევრის მეორე წევრზე თავდასხმა სამყაროს დასასრული იქნება, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპა გრენლანდიის საკითხის ირგვლივ ერთიანი დარჩეს.

„ნატო-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ მიტაცების მცდელობა პოლიტიკური კატასტროფა იქნებოდა. ეს ჩვენთვის ცნობილი სამყაროს დასასრული იქნება“, - განაცხადა ტუსკმა.

ასევე, ტუსკის ცნობით, პოლონეთი გრენლანდიაში წვრთნებისთვის სამხედროებს არ გაგზავნის.