ევროპამ საგარეო დამოკიდებულების შესამცირებლად შეიარაღების წარმოება უნდა დააჩქაროს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეიარაღებული ძალების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თავისუფლების შესანარჩუნებლად, შენი უნდა ეშინოდეთ. იმისთვის, რომ შიშისმომგვრელი იყო, შენ ძლიერი უნდა იყო. ამ სასტიკ სამყაროში ძლიერი რომ იყო, სწრაფად უნდა იმოქმედო“, - განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, „მსოფლიოში დესტაბილიზაციის გამომწვევმა ძალებმა გაიღვიძეს“.
„რიტორიკამ გაიღვიძა, რომელიც ეჭვს მოკავშირეებს შორისაც კი აჩენს და საფრთხეს უქმნის იმ მტკიცე რწმენას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არსებობდა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.