დონალდ ტრამპი - მარია კორინა მაჩადომ ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა - ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია - Palitra News

დონალდ ტრამპი - მარია კორინა მაჩადომ ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა - ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია

2026-01-16 08:51:35+04:00

ჩემთვის დიდი პატივი იყო ვენესუელელ მარია კორინა მაჩადოსთან შეხვედრა, ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ის შესანიშნავი ქალია, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა. მარიამ ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა. ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია“, - აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადასცა.