ბრიტანეთი უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს - Palitra News

ბრიტანეთი უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

2026-01-16 08:53:50+04:00

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად დამატებითი 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის (26.7 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ყინვის დროს „ასობით ათასი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები და სკოლები, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“.

ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დახმარება ხელს შეუწყობს „მილიონობით ოჯახის, ბავშვისა და მოხუცის გათბობითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ“.

„ეს თანხები უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო დახმარებას ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში რემონტის, აღდგენის, დაცვისა და გენერირებისთვის, რათა მკაცრი ზამთრის პირობებში სახლები, საავადმყოფოები და სკოლები უზრუნველყოფილი იყოს ელექტრიენერგიითა და გათბობით“, -აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.