სახელისუფლებო გუნდის წევრების განცხადებით, ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით გაწერილი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია - Palitra News

სახელისუფლებო გუნდის წევრების განცხადებით, ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით გაწერილი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია

2026-01-16 09:15:50+04:00

სახელისუფლებო გუნდის წევრების განცხადებით, ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით გაწერილი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. მათი თქმით, აკეთებენ ყველაფერს, რათა საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზეც ისაუბრა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ქმედებები და განცხადებები ერთმანეთს აცდენილია. მათი შეფასებით, ქვეყნის ევროპულ კურსს მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის ანტიდასავლური რიტორიკა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აზიანებს.