როგორ ეხმაურებიან ირანში მიმდინარე პროცესებს ქართველი პოლიტიკოსები - Palitra News

როგორ ეხმაურებიან ირანში მიმდინარე პროცესებს ქართველი პოლიტიკოსები

2026-01-16 09:17:20+04:00

ორ კვირაზე მეტია, რაც ირანში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ირანში მიმდინარე პროცესებს ქართველი პოლიტიკოსებიც ეხმაურებიან. მმართველი გუნდის შეფასებით, რეგიონში მიმდინარე მსგავსი პროცესები საქართველოსთვის რისკის შემცველია და მნიშვნელოვანია ქვეყანამ ამის ფონზე მშვიდობის შენარჩუნება შეძლოს. ოპოზიცია ითხოვს, ქართულმა ოცნებამ ირანში მიმდინარე პროცესები საჯაროდ დაგმოს და საგარეო კურსი არა ირანის მსგავსი ქვეყნებისკენ არამედ ევროპული ფასეულობებისკენ მიმართოს.