ოპოზიციის სამომავლო გეგმები და ხედვა. ცალკეული პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ აქტიურად მუშაობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთშორისო პარტნიორებთან ქვეყნის ევროპულ კურსზე დასაბრუნებლად. რაც შეეხება პარლამენტის კედლებს მიღმა მყოფი ოპოზიციური პარტიების ერთიანობის საკითხს, ამბობენ, რომ საერთო პრინციპებზე კოორდინაციის პროცესი მიმდინარეობს და ამ მიმართულებით მეტ იფნორმაციას საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს. სხვა რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს გახარია საქართველოსთვის გუნდი. ექსპრემიერის თანაგუნდელების თქმით, ქართული ოცნების წინააღმდეგ მხოლოდ საპალამენტო ბერკეტებს გამოიყენებენ.