აშშ ირანში პროტესტების ჩახშობისთვის პასუხისმგებელ პირებს ასანქცირებს. დასანქცირებულთა შორის ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეც არის . სახაზინო დეპარტამენტის თქმით, ის ერთ-ერთი პირველი ირანელი ლიდერი იყო, ვინც მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების მოწოდებით გამოვიდა. განცხადების თანახმად, ასევე დასანქცირებულია 18 პირი და კომპანია, ვინც ჩართული არიან საზღვარგარეთ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისგან მიღებული შემოსავლის გათეთრებაში. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ თუ ირანში მკვლელობები გაგრძელდება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.