კეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპს გრენლანდიასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს, ტერიტორიაზე გაგზავნილი ევროპული ჯარების გამო ეს პოზიცია არ შეიცვლებ - Palitra News

კეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპს გრენლანდიასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს, ტერიტორიაზე გაგზავნილი ევროპული ჯარების გამო ეს პოზიცია არ შეიცვლებ

2026-01-16 09:21:01+04:00

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს გრენლანდიასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს, ტერიტორიაზე გაგზავნილი ევროპული ჯარების გამო ეს პოზიცია არ შეიცვლება.ლევიტის თქმით, დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართული მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო. ლევიტმა აღნიშნა, რომ გრენლანდიაში ევროპული ქვეყნების მიერ ჯარების გაგზავნა გავლენას არ მოახდენს ტრამპის გადაწყვეტილებაზე ტერიტორიის დაუფლებასთან დაკავშირებით.„ბიბისის“ ინფორმაციით, სამხედრო წვრთნების ფარგლებში ბრიტანეთმა გრენლანდიაში ერთი სამხედრო გაგზავნა. გერმანული მედიის ცნობით კი, ქვეყანა გრენლანდიაში ჯარების მოწინავე ჯგუფს, 13 სამხედროს შემადგენლობით გაგზავნის.