"მაკდონალდს საქართველო" აგრძელებს ქსელის გაფართოებას და ამჯერად თბილისში, დადიანის 100 ნომერში გახსნა ახალი რესტორანი. გახსნის ღონისძიება პოზიტიური ემოციებით აღინიშნა. ახალ სივრცეში მომხმარებლებისთვის მობილურის შეკვეთის სერვისი იქნება ხელმისაწვდომი. გახსნის ღონისძიებაზე მაკდონალდსმა ორგანიზაცია "მომავლის გზის" ბენეფიციარები, ბავშვები, მიიწვია და საჩუქრები გადასცა. უფრო მეტ დეტალს ელენე ჩოხელის სიუჟეტიდან შევიტყობთ.