"ქართული ოცნების" საჩივარი BBC-ის წინააღმდეგ - მმართველი გუნდი საქარველოს შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმის გამო ბრიტანული მაუწყებლობისგან ბოდიშის მოხდასა და მასალის ყველა პლატფორმიდან აღებას ითხოვს. საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სიუჟეტი, რომელშიც საუბარია გასული წლის საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერება კამიტის სავარაუდო გამოყენებაზე, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მცდარ ფაქტებს შეიცავს. საჩივარი ამ ეტაპზე ბრიტანულ მაუწყებელშია შესული. ადრესატს საკითხზე საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებია. თუკი BBC საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყვის მმართველი გუნდი დავის გაგრძელებას გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების კომისიაში, ადგილობრივ სასამართლოსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც კი გეგმავს. ოპოზიცია კვლავ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს და პასუხს კითხვაზე: რა ნივთიერება იყო გარეული გასული წლის საპროტესტო აქციების დროს წყლის ჭავლში. მერაბ პაპაშვილი მუშაობს თემაზე.