სახელისუფლებო გუნდის წევრების განცხადებით, ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით გაწერილი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია - რას აცხადებენ ოპოზიციაში - Palitra News

სახელისუფლებო გუნდის წევრების განცხადებით, ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით გაწერილი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია - რას აცხადებენ ოპოზიციაში

2026-01-16 12:43:09+04:00

სახელისუფლებო გუნდის წევრების განცხადებით, ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით გაწერილი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. მათი თქმით, აკეთებენ ყველაფერს, რათა საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ევროინტეგრაციისადმი ერთგულების შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზეც ისაუბრა. თუმცა ამავე დროს ხელისუფლების წარმომადგენლები ცალკეულ ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში ძალადობის წახალისებასა და რადიკალური დღის წესრიგის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კი იქვე დასძენენ, რომ რომ ევროპელ პოლიტიკოსებს დღემდე არ დაუგმიათ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენები. ოპოზიციას მმართველი გუნდის ევროპული კურსისადმი ერთგულების არ სჯერა. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რომ "ქართული ოცნების" ქმედებები და განცხადებები ერთმანეთს აცდენილია. მათი შეფასებით, ქვეყნის ევროპულ კურსს მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის ანტიდასავლური რიტორიკა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აზიანებს.