რა ცნობები ვრცელდება ირანიდან და როგორ აფასებენ ირანში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო ასპარეზზე - Palitra News

რა ცნობები ვრცელდება ირანიდან და როგორ აფასებენ ირანში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო ასპარეზზე

2026-01-16 12:52:51+04:00

უკვე ორ კვირაზე მეტია, ირანში დემონსტრაციები მიმდინარეობს. საპროტესტო ტალღა გასული წლის 28 დეკემბერს დაიწყო, რასაც წინ ეკონომიკური კრიზისი უსწრებდა. 8 იანვარს ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტი გათიშა და პროტესტის ჩახშობას განაგრძობს. ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების ორგანიზაციის ბოლო ცნობებით, ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყებიდან 2 000- ზე მეტი მომიტინგე დაიღუპა. დაპატიმრებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 10 000-ს აჭარბებს. ვრცელდება ცნობები, რომ ირანმა მკვლელობები შეაჩერა და სიკვდილით დასჯა გააუქმა. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა რჩება, ვინაიდან აშშ-ის სამხედრო მოქმედების ალბათობა თეირანის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არსებობს. გარდა ამისა, აშშ-მ ირანში პროტესტების ჩახშობისთვის პასუხისმგებელი პირებიც დაასანქცირა. რა ცნობები ვრცელდება ირანიდან და როგორ აფასებენ ირანში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო ასპარეზზე.