ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება

2026-01-16 12:57:44+04:00

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება. მანამდე, „როიტერთან“ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას და არა ვლადიმერ პუტინი. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლა უფრო მეტად გაიზარდოს, მაშინ როდესაც მათი თავდასხმების გამო უკრაინელებს 20-30 საათის განმავლობაში არ აქვთ ელექტროენერგია და როდესაც რუსული დარტყმები მიზნად უკრაინული ენერგეტიკული სექტორისა და ხალხის გატეხვას ისახავს. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად დამატებითი 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.