გია ვოლსკი - სიუჟეტი რომელიც BBC-მ აჩვენა მთელი რიგი უზუსტობებით არის სავსე, მაგრამ არსებობს ისეთი პასაჟები, რომელიც უზუსტობასთან ერთად კონკრეტულად ამ სიუჟეტის მიზანს აჩვენებს - Palitra News

გია ვოლსკი - სიუჟეტი რომელიც BBC-მ აჩვენა მთელი რიგი უზუსტობებით არის სავსე, მაგრამ არსებობს ისეთი პასაჟები, რომელიც უზუსტობასთან ერთად კონკრეტულად ამ სიუჟეტის მიზანს აჩვენებს

2026-01-16 15:42:49+04:00

„ქართული ოცნების“ საჩივარი BBC-ის წინააღმდეგ - მმართველი გუნდი საქარველოს შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმის გამო ბრიტანული მაუწყებლობისგან ბოდიშის მოხდასა და მასალის ყველა პლატფორმიდან აღებას ითხოვს.

საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ის სიუჟეტი, რომელშიც საუბარია გასული წლის საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერება კამიტის სავარაუდო გამოყენებაზე, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მცდარ ფაქტებს შეიცავს.

საჩივარი ამ ეტაპზე ბრიტანულ მაუწყებელშია შესული, თუმცა მასზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

ამავე დროს, ოპოზიციაში ითხოვენ, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, თუ რა ნივთიერება იყო გარეული გასული წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ გამოყენებულ წყლის ჭავლში.