პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა შესაძლო შეწყალების აქტი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში უნდა გამოსცეს. პარლამენტის პირველმა ვიცი-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე ისაუბრა - მან განაცხადა, რომ ძალიან ძნელია იმ ადამიანის შეწყალებაზე საუბარი, რომელსაც უნდა რომ დაინგრეს და ცეცხლში გაეხვეს საქართველო და ამასთან დაკავშირებით წუხილს არ განიცდის. ვოლსკი აღნიშნავს, რომ არ ჰგონია, რომ ვინმე ადამიანს უნდა ჰქონდეს რაიმე დათმობა. აღმოჩნდებიან თუ არა შესაწყალებელთა რიგებში მომიტინგეებიც.