ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს - როგორ აფასებენ ოპოზიციაში პრემიერის განცხადებას - Palitra News

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს - როგორ აფასებენ ოპოზიციაში პრემიერის განცხადებას

2026-01-16 15:57:34+04:00

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ევროინტეგრაციისადმი ერთგულების შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზეც ისაუბრა.

თუმცა ამავე დროს ხელისუფლების წარმომადგენლები ცალკეულ ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში ძალადობის წახალისებასა და რადიკალური დღის წესრიგის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

საკუტარი პოზიციის გასამყარებლად კი იქვე დასძენენ, რომ რომ ევროპელ პოლიტიკოსებს დღემდე არ დაუგმიათ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენები.

ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები და განცხადებები ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავია.