დონალდ ტრამპი - ჩვენ ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში - Palitra News

დონალდ ტრამპი - ჩვენ ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში

2026-01-16 16:00:55+04:00

ჩვენ ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ტრამპის თქმით, როგორც მშვიდობის საბჭოს თავმჯდომარე, ის მხარს უჭერს პალესტინის ახლად დანიშნულ ტექნოკრატიულ მთავრობას. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ აშშ ეგვიპტის, თურქეთისა და კატარის მხარდაჭერით, უზრუნველყოფს „ჰამასთან“ დემილიტარიზაციის ყოვლისმომცველ შეთანხმებას, მათ შორის ყველა იარაღის ჩაბარებას.