უკრაინელი დეპუტატი და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში სხდომას ესწრება, სადაც მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების ზომაზე იმსჯელებენ. სასამართლო სხდომაზე ტიმოშენკომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს „პოლიტიკური საქმე“ უწოდა. მისი მტკიცებით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ის თანხების გადარიცხვას განიხილავს, სრულიად ფალსიფიცირებულია. „ბატკივშინას“ ლიდერმა პირობა დადო, რომ ამას სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტიზის მეშვეობით დაამტკიცებს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით იულია ტიმოშენკოს პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.