ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე - აშშ-ს ომის ხვალ დასრულება სურს, ჩვენ ამის გაკეთება დღესვე გვინდა, ომის დასრულების გაჭიანურება რუსეთისგან მოდის - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე - აშშ-ს ომის ხვალ დასრულება სურს, ჩვენ ამის გაკეთება დღესვე გვინდა, ომის დასრულების გაჭიანურება რუსეთისგან მოდის

2026-01-16 17:02:32+04:00

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას სწორედ რუსეთი აჭიანურებს.

„ნათელია, რომ აშშ-ს ომის ხვალ დასრულება სურს. ჩვენ ამის გაკეთება დღესვე გვინდა. ორივეს გვაქვს ინტერესი და გვესმის, რომ ხელმოწერის და ომის დასრულების გაჭიანურება რუსეთის მხრიდან მოდის“, - განაცხადა ზელენსკიმ ჩეხ კოლეგასთამ პეტრ პაველთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას არა ვლადიმერ პუტინი, არამედ ვოლოდიმირ ზელენსკი აბრკოლებს.