დიღომში ავტომობილების სახელოსნოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - Palitra News

დიღომში ავტომობილების სახელოსნოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

2026-01-16 21:16:49+04:00

დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარს წინ აფეთქების ხმა უძღოდა.