რა გეგმა აქვს ოპოზიციას და უნდა ველოდოთ თუ არა საერთო სტრატეგიის გარშემო ხელისუფლების ოპონენტთა კოორდინაციას? ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად მთავარია წინააღმდეგობის გაგრძელება. როგორც თავად ამბობენ, ისინი გაერთიანებული ძალებით საერთო გადაწყვეტილებების მიღებას მხარს უჭერენ - მათ შორის, ხელისუფლების ოპონენტები სამოქალაქო საზოგადოებასაც მოიაზრებენ. განსხვავებული პოზიცია აქვთ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს. ისინი სხვა ოპოზიციურ ძალებთან გაერთიანებას უარყოფენ და განმარტავენ, რომ ეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს. დღეს ამ თემაზე სალომე ჯაფარიძე მუშაობს და ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.