ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - Palitra News

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს

2026-01-17 13:00:43+04:00

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ბელარუსის 2 მოქალაქე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.