დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ავტომობილების სახელოსნოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევას ძლიერი აფეთქების ხმა ახლდა - Palitra News

დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ავტომობილების სახელოსნოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევას ძლიერი აფეთქების ხმა ახლდა

2026-01-17 13:02:47+04:00

დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ავტომობილების სახელოსნოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევას ძლიერი აფეთქების ხმა ახლდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ლოკალიზება და სრული ჩაქრობა მეხანძრე-მაშველებმა დაახლოებით ერთ საათში შეძლეს. ხანძრის შედეგად მთლიანობაში დაახლოებით 400 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.