განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებთან, მშობლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაატარა, სადაც მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო. - Palitra News

განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებთან, მშობლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაატარა, სადაც მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

2026-01-17 13:03:20+04:00

განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებთან, მშობლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაატარა, სადაც მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

გივი მიქანაძემ, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სიახლეებზე ისაუბრა და არსებული გამოწვევების დაძლევის გზები განიხილა.

თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დასვეს და მინისტრს საკუთარი პოზიციები და მოსაზრებები გაუზიარეს.

მასწავლებლებთან, მშობლებთან, სკოლების დირექტორებთან და რესურსცენტრების თანამშრომლებთან მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში გაიმართა. აღნიშნულის მიზანს რეფორმის კონცეფციის განხილვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.