აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაის შეხვდა.
შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე და მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო შესაძლებლობა განიხილეს.