უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინელ დეპუტატსა და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერ იულია ტიმოშენკოს 761,000 აშშ დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა - Palitra News

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინელ დეპუტატსა და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერ იულია ტიმოშენკოს 761,000 აშშ დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

2026-01-17 13:04:31+04:00

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინელ დეპუტატსა და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერ იულია ტიმოშენკოს 761,000 აშშ დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსამართლე ვიტალი დუბასმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორების შუამდგომლობა.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით იულია ტიმოშენკოს პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.

ანტიკორუფციულ სააგენტოებში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი კონკრეტული კანონპროექტების მხარდასაჭერად ან მათ წინააღმდეგ ხმის მისაცემად, დეპუტატებს ქრთამს სთავაზობდა.