უკრაინული და ამერიკული დელეგაციები 17 იანვარს ფლორიდაში გამართავენ შეხვედრას. ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოლგა სტეფანიშინა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, ორ საკვანძო დოკუმენტზე მუშაობენ - შეთანხმებებზე უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინის ეკონომიკურ განვითარებაზე, 800 მილიარდ აშშ დოლარამდე, რასაც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეიძლება მოეწეროს ხელი.
ვიზიტის მიზანია ამერიკელ პარტნიორებთან ამ შეთანხმებების ბოლომდე შემუშავება, რათა ისინი მაქსიმალურად შეესაბამებოდნენ უკრაინის ეროვნულ ინტერესებს.