“ქართულმა ოცნებამ“ ბიბისის წინააღმდეგ საჩივარი უკვე გაგზავნა და ის ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ მასალას ეხება, რომელშიც საუბარია თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციის მიერ ქიმიური ნივთიერება „კამიტის“ შესაძლო გამოყენების ფაქტზე. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნული მასალის ყველა პლატფორმიდან აღებასა და ბრიტანული მაუწყებლისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ საჩივარს სკეპტიკურად უყურებენ და განმარტავენ, რომ საქართველოში სუს-ის მიერ ჩატარებული 5-დღიანი გამოძიება ფორმალური იყო, შესაბამისად, ხელისუფლება საზოგადოების გაჩუმებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ამ საქმის გამოძიების მოთხოვნით რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე მიმართეს. კიდევ როგორ აფასებენ ამ თემას მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები - თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში მაშო დიასამიძე შემოგვიერთდება.