შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

2026-01-17 15:34:28+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 16 იანვარს, თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს ერთ ადამიანზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.