ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

2026-01-17 15:35:38+04:00

ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ში დაფუძნებულ უფლებადამცველ ორგანიზაცია HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, დადასტურებულია 3 090 ადამიანის დაღუპვის ფაქტი, რომელთა შორისაც 2 885 დემონსტრანტია.

გარდა ამისა, ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცავი ჯგუფის ინფორმაციით, საყოველთაო საპროტესტო აქციების დაწყებიდან 18 დღის განმავლობაში, სულ მცირე, 3 428 დემონსტრანტი დაიღუპა.

ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმის“ მიერ გამოქვეყნებული 16 იანვრის მონაცემებით, ბოლო დროს გამართულ საპროტესტო აქციებზე დაახლოებით 3 000 ადამიანი დააკავეს. HRANA-ს მონაცემებით კი, 617 საპროტესტო აქციაზე ირანის 187 ქალაქში, სულ მცირე, 18 470 ადამიანი დააკავეს, ხოლო მოკლულთა დადასტურებული რიცხვი 2 615-ს უდრის.