ლონდონში, ირანის საელჩოს წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა აქციაზე მყოფი პირები დააკავეს, მომიტინგეებმა მათი მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს.
დაშავებულებს შორის არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცველებიც.
ირანში საპროტესტო აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. მიზეზი ირანის ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება იყო. ხელისუფლებამ აქციები ძალის გამოყენებით ჩაახშო. ქვეყანაში რამდენიმე დღის განმავლობაში არ მუშაობდა ინტერნეტი. როგორც უცხოური მედია წერს, ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს.