აიათოლა ალი ხამენეი - ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ - Palitra News

აიათოლა ალი ხამენეი - ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ

2026-01-17 15:36:29+04:00

ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

„ირანის წინააღმდეგ ბოლო ამბოხება იმით იყო განსხვავებული, რომ მასში აშშ-ის პრეზიდენტი პირადად ჩაერია“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

მისი თქმით, „ისრაელსა და აშშ-სთან დაკავშირებულმა პირებმა არეულობების დროს რამდენიმე ათასი ადამიანი მოკლეს“.

„ამერიკული ამბოხების მიზანი ირანის შთანთქმა იყო. ირანელმა ხალხმა ამბოხება დაამარცხა, ახლა მეამბოხეებიც უნდა დაამარცხოს“, - აღნიშნა ხამენეიმ.