დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - Palitra News

დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

2026-01-17 17:42:09+04:00

დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კოპენჰაგენში დემონსტრანტები მსვლელობას მართავენ და გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმებს აპროტესტებენ.

დემონსტრაცია სახელწოდებით „ხელები შორს გრენლანდიისგან“ დანიის დედაქალაქის მერიის წინ მიმდინარეობს.

დღის ბოლომდე საპროტესტო აქციები დანიის სხვა ქალაქებსა და გრენლანდიაზეც გაიმართება.