ფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება - Palitra News

ფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება

2026-01-17 20:12:36+04:00

ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მარში იმართება.

მოქალაქეებმა ფილარმონიასთან შეკრება 19:00 საათზე დაიწყეს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძრნენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით მარში „სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ეძღვნება“.

მსვლელობის მონაწილეებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერი: „თავისუფალი სიტყვა არ კვდება, იგი მრავლდება“; 416 დღე საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოს გარეშე“.

მას შედეგ, რაც მარშის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივლენ, რუსთაველის გამზირზე ყოველდღიური აქცია განახლდება.

მოქალაქეები ერთ წელზე მეტია, რაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქციებს მართავენ უცვლელი მოთხოვნებით: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.