რას გეგმავს ოპოზიცია და მოსალოდნელია თუ არა მათი საბოლოო გაერთიანება? ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო მუხტი შენარჩუნდეს. როგორც თავად ამტკიცებენ, საერთო გადაწყვეტილებების მიღებას მხარს უჭერენ და ამბობენ იმასაც, რომ ამ პროცესში მესამე სექტორიც უნდა ჩაერთოს, თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს. ისინი ოპოზიციურ ძალებთან გაერთიანებას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ ეს პოლიტიკურ პროცესს მნიშვნელოვნად დააზარალებს. კიდევ რას აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები მათი სამომავლო გეგმების შესახებ