გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატის იმ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც გერმანიის ელჩი სამოქალაქო აქტივისტებს "საიდუმლოდ" შეხვდა და რომ შეხვედრაზე წახალისებული იყო "ირანის რადიკალური სცენარები" - Palitra News

გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატის იმ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც გერმანიის ელჩი სამოქალაქო აქტივისტებს "საიდუმლოდ" შეხვდა და რომ შეხვედრაზე წახალისებული იყო "ირანის რადიკალური სცენარები"

2026-01-17 20:17:32+04:00

გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატის იმ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც გერმანიის ელჩი სამოქალაქო აქტივისტებს "საიდუმლოდ" შეხვდა და რომ შეხვედრაზე წახალისებული იყო "ირანის რადიკალური სცენარები".

ელჩი ფიშერი განმარტავს, რომ 15 იანვარს ის საქართველოს ახალგაზრდულ კავშირს ნამდვილად შეხვდა და ამის შესახებ ფოტო სოციალურ ქსელში მაშინვე გამოაქვეყნა, შესაბამისად შეხვედრა "საიდუმლო" არ ყოფილა.

ამასთან, გერმანიის ელჩი აღნიშნავს, რომ მან ქართველ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, განათლების რეფორმა და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო მიმოიხილა.

აღნიშნული საკითხი პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა, შესაბამისად, ამ ამბავს გამოეხმაურნენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.