აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება არ განახორციელოს სამხედრო დარტყმა ირანზე - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება არ განახორციელოს სამხედრო დარტყმა ირანზე

2026-01-17 20:18:04+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება არ განახორციელოს სამხედრო დარტყმა ირანზე. ტრამპი განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ თეირანის მხრიდან სიკვდილით დასჯის ასობით გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ინფორმაცია შეიტყო. მანვე განმარტა, რომ ირანში გუშინ, 17 იანვარს 800-ზე მეტი ჩამოხრჩობა იყო დაგეგმილი, თუმცა ეს სისასტიკე გაუქმდა და არავინ ჩამოუხრჩვიათ. აღსანიშნავია, რომ ირანს საჯაროდ არც 800 დემონსტრანტის ჩამოხრჩობის გეგმა დაუდასტურებია და არც ამგვარი გეგმების გაუქმება. ტრამპის განცხადებებს წინ უძღოდა აშშ-ის მედიაში ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობები - რომ კატარმა, საუდის არაბეთმა, ომანმა და ეგვიპტემ ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვეს არ მიეტანა იერიში ირანზე და გააფრთხილეს, რომ სამხედრო ნაბიჯებს მოჰყვებოდა უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტი.