დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - Palitra News

დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

2026-01-17 20:18:36+04:00

დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დასავლური მედიის ცნობით, კოპენჰაგენში შეკრებილი დემონსტრანტები გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმებს აპროტესტებენ. დემონსტრაცია სახელწოდებით „ხელები შორს გრენლანდიისგან“ დანიის დედაქალაქის მერიის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღის ბოლომდე საპროტესტო აქციები დანიის სხვა ქალაქებსა და უშუალოდ გრენლანდიაზეც გაიმართება.