რუსეთმა ხარკოვზე მორიგი იერიში მიიტანა - Palitra News

რუსეთმა ხარკოვზე მორიგი იერიში მიიტანა

2026-01-17 20:19:09+04:00

რუსეთმა ხარკოვზე მორიგი იერიში მიიტანა. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსეთმა იერიში მიიტანა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული. მისივე განმარტაბით, ყოველი ასეთი დაბომბვით ცენტრალიზებული სითბოსა და ელექტროენერგიის მიწოდება სულ უფრო რთულდება, რადგან ენერგეტიკა ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ქალაქის მერი აცხადებს, რომ რეზერვები უსასრულო არაა, დატვირთვა კი ძლიერია.