ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული პავილიონი გაიხსნა. გამოფენაზე თხუთმეტმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო. ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ღვინო, სპირტიანი სასმელები, ორგანული წვენები, თაფლი, სანელებლები, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი. ქართული სტენდის სტუმრებს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ. გამოფენაში 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1,600-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს მონაწილეობას