ევროკავშირი, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გამოცხადების შემდეგ, საგანგებო შეხვედრას მართავს - Palitra News

ევროკავშირი, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გამოცხადების შემდეგ, საგანგებო შეხვედრას მართავს

2026-01-18 13:15:27+04:00

ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩები დღეს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ ტარიფების გაზრდა დააანონსა.

ევროკავშირის დიპლომატების თქმით, შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.