აჭარის პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარს ნაჯახის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.