თბილისის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე 3 პირი დააკავა. მათან ერთი წარსულში ნასამართლევია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის გამოყენებით, 1 პირს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს და დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადეს. პოლიციამ დანაშაულში მონაწილე სამივე პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.