საპროტესტო მოძრაობა “300 ქალი” რუსთავის ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულების დირექტორს - ნესტან ვერულაშვილს განცხადებით მიმართავს - Palitra News

საპროტესტო მოძრაობა “300 ქალი” რუსთავის ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულების დირექტორს - ნესტან ვერულაშვილს განცხადებით მიმართავს

2026-01-18 13:17:46+04:00

საპროტესტო მოძრაობა “300 ქალი” რუსთავის ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულების დირექტორს - ნესტან ვერულაშვილს განცხადებით მიმართავს. ისინი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ქალების - ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ და მათთვის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას ითხხოვენ. მათი განცხადებით, ქალი დემონსტრანტების ჯანმრთელობა საფრთხეშია, რასაც ციხის პირობები ართულებს. ისინი მთავარ პასუხისმგებლობას სწორედ ციხის დირექტორს აკისრებენ.