პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრის ჩათვლით, ქალაქ რუსთავში მდებარე „ალგანი“-ს ოფისში ბრალდებულებმა, შემდგომში რეალიზების მიზნით 1 284 ცალი ყალბი აქციზური მარკა და 6 241 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო მარკით ნიშანდებული 210 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებული არაყი დაამზადეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 16 იანვარს დააკავა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 5 და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.